gocha inasaridze
Sunday, May 22, 2011
გინდა?
გინდა? მოგეფერო,
დაგიკოცნო კისერი და მკერდი.
გინდა? მოგეხვიო,
გეჩურჩულო სიყვარულზე ბევრი.
გინდა? მომენატრო,
დაგავიწყო სიბრაზე და სევდა.
ახლა შენი ნახვა
მინდა სიცოცხლეზე მეტად.
საკუთარი.
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment