Sunday, May 22, 2011

* * *

ისევ აყვავდება ნუში,
ისევ მიმატოვებს გრძნობა.
ნუთუ გაწყენინე გუშინ
ასე უცხოსავით რომ ხარ.
ეგებ დაგაკელი სითბო,
იქნებ ალერსიც და კოცნაც.
გადავირიეო თოთქოს
და სულ არა მაქვს მოცლა.
აბობოქრებული ვნების
უკვე გავიარე ხანი.
მინდა ვიარსებო შენთვის
ცოცხალიცა და მკვდარიც.


საკუთარი 

No comments: