Sunday, May 22, 2011

* * *

მიყვარხარ ისევ ძლიერ,
ნეტავ სადა ხარ, ნეტავ.
შენი ფერება მინდა
ახლა ყველაზე მეტად.
შენი ლამაზი ტანის
თოვლივით თეთრი ფერი,
მაგონდება და მინდა
წელზე მოგხვიო ხელი.
მოგეალერსო ისევ
და შენი სუნთქვა ვიგრძნო.
ათას სურნელში შენი
ნაზი სურნელი ვიცნო.
მინდიხარ ისევ ძლიერ,
უფრო მეტად და მეტად...
ბედნიერი ვარ იმით
შენ რომ არსებობ ქვეყნად.

საკუთარი

No comments: