უეცრად შემომხვდი გზაზე,
გქონდა უეცარი თრთოლვა.
მეხივით დამატყდი თავზე,
როგორც გრიგალი და თოვა.
ფიქრი ამირიე მშვიდი,
წუთი საუკუნედ მექცა.
დღეში ამერია ბინდი
გუშინაცა და დღესაც.
ნეტავ სად იყავი დღემდე
ამდენს რომ გეძებდი ყველგან.
გაგიცანი და გენდე...
მეტი რა გინდა ჩემგან.
საკუთარი.
საკუთარი.
No comments:
Post a Comment