ოთახში ბნელა, საათის ისარი კაცივით დადის.
ნეტა იწვიმოს... მირჩევნია წვეთების მარში.
დავხატე ყველა, ბოლოს ჩემი დამრეცი ლანდი
დავინახე და შემეშინდა, შესულა ხანში.
მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე, ამაოდ ვცვალე:
ხასიათი, გრძნობები და ფერები თუნდაც.
ამასობაში გავიდა წლები. ნელა და მალეც,
როგორც ბაზარში დაკარგული ფოლადის ხურდა.
ვფიქრობ ხანდახან, ვინა ვარ და რა უნდა ვპოვო...
რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე - ვეძებო მუდამ?.
მე უკვე ჩემი შევასრულე ცეკვაში სოლო
ახლა თუ გინდათ, მესროლეთ ვინმემ ტალახის გუნდა.
საკ.
gocha inasaridze
Saturday, June 11, 2011
Monday, May 23, 2011
* * *
* * *
მიცანი?
მე შენთან მოვედი და
გაკოცე ჩუმად.
რა ლამაზი ხარ, ანგელოზი
- გძინავს ბავშურად.
ხშირად მოვდივარ,
გსტუმრობ ღამით, როდესაც ცაზე
მე შენთვის ამდენ ვარსკვლავებს და
მთვარეს რომ ვანთებ.
საკუთარი
მიცანი?
მე შენთან მოვედი და
გაკოცე ჩუმად.
რა ლამაზი ხარ, ანგელოზი
- გძინავს ბავშურად.
ხშირად მოვდივარ,
გსტუმრობ ღამით, როდესაც ცაზე
მე შენთვის ამდენ ვარსკვლავებს და
მთვარეს რომ ვანთებ.
საკუთარი
Sunday, May 22, 2011
ლუკას მამიკოსაგან
ჩემი სიცოცხლე ხარ:
ბრილიანტი, ალმასი და ლალი.
შემოდგომასავით
- უხვი, ბარაქა და ხვავი...
ჩემი ჯეკპოტი ხარ,
მერვე საოცრება ლამის.
მადლი გენაცვალოს
შენი დედისა და მამის.
საკუთარი
ბრილიანტი, ალმასი და ლალი.
შემოდგომასავით
- უხვი, ბარაქა და ხვავი...
ჩემი ჯეკპოტი ხარ,
მერვე საოცრება ლამის.
მადლი გენაცვალოს
შენი დედისა და მამის.
საკუთარი
* * *
ისევ აყვავდება ნუში,
ისევ მიმატოვებს გრძნობა.
ნუთუ გაწყენინე გუშინ
ასე უცხოსავით რომ ხარ.
ეგებ დაგაკელი სითბო,
იქნებ ალერსიც და კოცნაც.
გადავირიეო თოთქოს
და სულ არა მაქვს მოცლა.
აბობოქრებული ვნების
უკვე გავიარე ხანი.
მინდა ვიარსებო შენთვის
ცოცხალიცა და მკვდარიც.
საკუთარი
ისევ მიმატოვებს გრძნობა.
ნუთუ გაწყენინე გუშინ
ასე უცხოსავით რომ ხარ.
ეგებ დაგაკელი სითბო,
იქნებ ალერსიც და კოცნაც.
გადავირიეო თოთქოს
და სულ არა მაქვს მოცლა.
აბობოქრებული ვნების
უკვე გავიარე ხანი.
მინდა ვიარსებო შენთვის
ცოცხალიცა და მკვდარიც.
საკუთარი
გინდა?
გინდა? მოგეფერო,
დაგიკოცნო კისერი და მკერდი.
გინდა? მოგეხვიო,
გეჩურჩულო სიყვარულზე ბევრი.
გინდა? მომენატრო,
დაგავიწყო სიბრაზე და სევდა.
ახლა შენი ნახვა
მინდა სიცოცხლეზე მეტად.
საკუთარი.
დაგიკოცნო კისერი და მკერდი.
გინდა? მოგეხვიო,
გეჩურჩულო სიყვარულზე ბევრი.
გინდა? მომენატრო,
დაგავიწყო სიბრაზე და სევდა.
ახლა შენი ნახვა
მინდა სიცოცხლეზე მეტად.
საკუთარი.
* * *
მიყვარხარ ისევ ძლიერ,
ნეტავ სადა ხარ, ნეტავ.
შენი ფერება მინდა
ახლა ყველაზე მეტად.
შენი ლამაზი ტანის
თოვლივით თეთრი ფერი,
მაგონდება და მინდა
წელზე მოგხვიო ხელი.
მოგეალერსო ისევ
და შენი სუნთქვა ვიგრძნო.
ათას სურნელში შენი
ნაზი სურნელი ვიცნო.
მინდიხარ ისევ ძლიერ,
უფრო მეტად და მეტად...
ბედნიერი ვარ იმით
შენ რომ არსებობ ქვეყნად.
საკუთარი
ნეტავ სადა ხარ, ნეტავ.
შენი ფერება მინდა
ახლა ყველაზე მეტად.
შენი ლამაზი ტანის
თოვლივით თეთრი ფერი,
მაგონდება და მინდა
წელზე მოგხვიო ხელი.
მოგეალერსო ისევ
და შენი სუნთქვა ვიგრძნო.
ათას სურნელში შენი
ნაზი სურნელი ვიცნო.
მინდიხარ ისევ ძლიერ,
უფრო მეტად და მეტად...
ბედნიერი ვარ იმით
შენ რომ არსებობ ქვეყნად.
საკუთარი
Friday, May 20, 2011
* * *
უეცრად შემომხვდი გზაზე,
გქონდა უეცარი თრთოლვა.
მეხივით დამატყდი თავზე,
როგორც გრიგალი და თოვა.
ფიქრი ამირიე მშვიდი,
წუთი საუკუნედ მექცა.
დღეში ამერია ბინდი
გუშინაცა და დღესაც.
ნეტავ სად იყავი დღემდე
ამდენს რომ გეძებდი ყველგან.
გაგიცანი და გენდე...
მეტი რა გინდა ჩემგან.
საკუთარი.
საკუთარი.
Subscribe to:
Posts (Atom)